შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. უშიშროების საბჭოს მიერ ახალი წევრის მიღებაზე რეკომენდაციის გასაცემად საჭიროა საბჭოს თხუთმეტი წევრიდან არანაკლებ ცხრის დადებითი ხმა, ხოლო ხუთი მუდმივი წევრიდან არცერთმა არ უნდა გამოიყენოს იყენებს ვეტოს უფლებას. შემდეგ უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია უნდა დამტკიცდეს გენერალურ ასამბლეაზე ხმების ორი მესამედით.

დღის სტატია

კალათბურთის ბურთი
კალათბურთის ბურთი
ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. Basketball Association of America, BAA) - პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც დაარსდა 1946 წელს. ლიგამ შეიერთა ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) 1949 წელს, და წარსდგა ახალი ფორმატით, რომელმაც ლიგის სახეცვლილებაც გამოიწვია და NBA გახდა. ფილადელფია უორიორსი გახდა ინაუგურაციის წელს - 1947 პირველი ლიგის ჩემპიონი, ხოლო მომდევნო წლებში ბალტიმორ ბულეტსი 1948 და მინეაპოლის ლეიკერსი 1949 წელს. 6 გუნდი BAA-დან კვლავ აქტიურია NBA 2009-10 წლების სეზონებამდე. ინაუგურაციის სეზონი ლიგამ 11 გუნდით დაიწყო, მომდევნო 1947-48 წლებში ლიგა 8 გუნდამდე შემცირდა, თუმცა 1948-49 წლების სეზონში კი 12-მდე გაიზარდა.

დღის სურათი

ლაჟვარდოვანი ფანჯარა — 28 მეტრის სიმაღლის კირქვის ბუნებრივი კლდოვანი თაღი. ეროზიის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მთლიანად ჩამოინგრა 2017 წლის 8 მარტს შტორმის შედეგად. კუნძული გოზო, სოკოს კლდის მახლობლად, მალტა.
ლაჟვარდოვანი ფანჯარა — 28 მეტრის სიმაღლის კირქვის ბუნებრივი კლდოვანი თაღი. ეროზიის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მთლიანად ჩამოინგრა 2017 წლის 8 მარტს შტორმის შედეგად. კუნძული გოზო, სოკოს კლდის მახლობლად, მალტა.
ლაჟვარდოვანი ფანჯარა — 28 მეტრის სიმაღლის კირქვის ბუნებრივი კლდოვანი თაღი. ეროზიის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მთლიანად ჩამოინგრა 2017 წლის 8 მარტს შტორმის შედეგად. კუნძული გოზო, სოკოს კლდის მახლობლად, მალტა.

6 ივნისი — ამ დღეს...

გუსტავ ვაზა
გუსტავ ვაზა
  • 1523 : გუსტავ ვაზა (სურათზე) შვედეთის მეფე გახდა, რითაც კალმარის უნია დასრულდა.
  • 1944 : მმო : ოპერაცია „ოვერლორდი“ დაიწყო ნორმანდიის სანაპიროზე მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმით, რაც ისტორიაში უმსხვილესი ამფიბიური სამხედრო ოპერაცია გახდა.
  • 1971 : კოსმოდრომ ბაიკონურიდან გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი სოიუზ XI.
  • 1982 : ლიბანის ომი დაიწყო ისრაელის ჯარის შეჭრით სამხრეთ ლიბანში.
  • 2004 : ინდოეთის პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე ინდოეთის პრეზიდენტმა აბდულ ქალამმა ტამილური ინდოეთის პირველ ლეგალურად ცნობილ კლასიკურ ენად გამოაცხადა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი